რუსმა ოკუპანტებმა ლისიჩანსკში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს, არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

"დაახლოებიით დილის 06:30 საათზე, მტერმა მძიმე შეიარაღების გამოყენებით ცეცხლი გახსნა ლისიჩანსკის ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელი უბნის მიმართულებით. განადგურებულია მრავალსართულიანი შენობები", - ამბობს გაიდაი.

მისივე თქმით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება:

"ნანგრევებში ბევრი ადამიანია. მაშველები ცოცხლების გადარჩენას ცდილობენ", - თქვა მან.

მოლაპარაკებების შემდეგ პირველივე ღამეს აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც. განგაშის სიგნალი დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაირთო. საჰაერო განგაშის ხმა კიევის გარდა ისმოდა ხარკოვში, დნეპროპეტროვსკსა და კრივოი-როგშიც. ლუგანსკში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად მაღალი წნევის გაზსადენია დაზიანებული.

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინის ქალაქ ირპენში მოქალაქეებს ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ. მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს ყველა იმ ადგილიდან, სადაც საომარი მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკოლაევის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე მიტანილი შტურმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, დაშავდა 33 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი