17 300 ჯარისკაცი, 605 ტანკი, 131 თვითმფრინავი - რუსეთის დანაკარგი უკრაინის გენშტაბის მონაცემებით

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 30 მარტამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 17 300;
  • ტანკი - 605;
  • ჯავშანტექნიკა - 1 723;
  • საარტილერიო სისტემა - 305;
  • სარაკეტო სისტემა - 96;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 54;
  • თვითმფრინავები - 131;
  • ვერტმფრენი - 131;
  • სამხედრო საავტომობილო ტექნიკა - 1 184;
  • გემი/ნავი/კატარღა - 7;
  • საწვავის რეზერვუარი - 75;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი  - 81;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 21;
  • გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა - 4.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი