რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 145 ბავშვი დაიღუპა, 222 დაშავდა - უკრაინის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 145 ბავშვი დაიღუპა, 222 კი დაშავდა.

უწყების ცნობით,  ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის ოლქში - 69, ხარკოვის ოლქში - 49, დონეცკის ოლქში - 54, ჩერნიგოვის ოლქში - 39, ნიკოლაევის ოლქში - 30, ლუგანსკის ოლქში - 28, ზაპოროჟიეს ოლქში - 22, ხერსონის ოლქში - 25, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.

ოკუპანტების თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად დაზიანდა 790 სასწავლო დაწესებულება, აქედან 75 მთლიანად განადგურდა. 

ცნობისთვის, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი