ზუგდიდში, ავტომობილზე ასაფეთქებელს ამონტაჟებდნენ- ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული წლებია რუსეთში ცხოვრობს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. ერისთავის ქუჩაზე პოლიციამ ორი პირი იმ დროს დააკავა როცა  საერთო საცხოვრებლის  წინ მდგარ მანქანაზე  ასაფეთქებელ მოწყობილობას ამონტაჟებდნენ.  წინასწარი ინფორმაციით ჰექსოგენისა და ტროტილისაგან კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაგნიტის ფირფიტაზე იყო დამაგრებული  და საათის   მექანიზმზე  მუშაობდა. მოწყობილობა ამ დროისთვის ამოღებულია.  

ადგილობრივების ინფორმაციით  ერთ - ერთი დაკავებული  წლებია  რუსეთში ცხოვრობს. ჯერჯერობით უცნობია დაკავებულები აფეთქებას რა მოტივით ახორციელებდნენ სამართალდამცავები  აფეთქების მოტივზე არ საუბრობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლით-ე მუხლით

[ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება]

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი