დღეს 3 ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება, ვეცდებით, მარიუპოლიდან მოქალაქეები უსაფრთხოდ გამოვიყვანოთ - ვერეშჩუკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, დღეს სამი ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება. ის რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს აღებული ვალდებულება და ბლოკ-პოსტებზე ჰუმანიტარული კოლონები არ შეაფერხოს. 

"30 მარტს სამი ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება. შევეცდებით მარიუპოლიდან ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ გამოვიყვანოთ. ავტობუსები და ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული მანქანები რეგიონებში უკვე გაემგზავრნენ. მოვუწოდებ რუსეთს, აღებული ვალდებულება შეასრულონ და ბლოკ-პოსტებზე ავტობუსები და ჰუმანიტარული დახმარება გაატაროს", - ამბობს ვერეშჩუკი.

მანვე რუსეთს ჩერნობილიდან ჯარების გაყვანისკენ, გაეროს კი ადგილზე საერთაშორისო ექსპერტების გაგზავნისკენ მოუწოდა. 

"რუსეთს ჩერნობილის ზონიდან ჯარების გაყვანისკენ მოვუწოდებთ, რადგან მათ მოქმედებები სერიოზულ ატომურ საფრთხეს უქმნის უკრაინას და ევროპას. ამასთან გაეროს მოუწოდებთ, ჩერნობილიდან რუსეთის ჯარების გაყვანისა და ადგილზე საერთაშორისო ექსპერტების შეყვანა უზრუნველყოს", - თქვა უკრაინის ვიცე პრემიერმა.

ირინა ვერესჩუკი ქალაქ ბელგოროდში მომხდარ აფეთქებასაც გამოეხმაურა:

"გვიან ღამით რუსეთის ქალაქ ბელგოროდში საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა. ეს არის მაგალითი იმისა თუ როგორი წესების დარღვევით იყენებს რუსეთი შეიარაღებას. ამასთან ისინი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ შეიარაღებას იყენებენ", - აღნიშნა ვერეშჩუკმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი