
ანტიკორუფციული მოძრაობა პრემიერს მიმართავს - მოძრაობის ლიდერებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი დატოვეს და ირაკლი ღარიბაშვილს შეახსენეს, რომ საწვავის ფასი რეკორდულადაა გაზრდილი. მოძრაობის წევრები მთავრობის მეთაურს პრობლემის მოგვარების გზებს სთავაზობენ. ისინი ითხოვენ, რომ გაუქმდეს აქციზი, შედეგად ფიქრობენ რომ შემცირდება საწვავის ფასი და სხვა პროდუქტების ფასიც დარეგულირდება.