რატომ არ უნდა აირჩიოს "ოცნების" კანდიდატი ადლიის, გონიოსა და კვარიათის მოსახლეობამ | ენმ-ის ბრიფინგი

გამოქვეყნდა:

დარჩება თუ არა ბათუმის საკრებულო ოპოზიციური ეს 2 აპრილს, შუალედურ არჩევნებზე გაირკვევა. საარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება. ოპოზიცია მოსახლეობას მათი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციულ გარიგებებსა და წინასაარჩევნო მოსყიდვაში ადანაშაულებენ.

"რატომ არ უნდა აირჩიოს რამაზ ჯინჭარაძე რუსული ოცნებიდან ადლიის, გონიოს, კვარიათის ამომრჩეველმა - პირველი: "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში გონიოს პოლიგონი დარჩა გონიოს პოლიგონად, მეორე: ჩიქოვან-რიჟვაძის გადაწყვეტილებით, 60 მილიონი პირდაპირ ამოაცალეს ჯიბიდან ადლიის მაცხოვრებლებს და პირდაპირ გადაურიცხეს კორუფციულ კოვიდფონდს. აქ დევს სახელმწიფო აუდიტის დასკვნები, სადაც 200-ზე პროექტში მილიარდობით ლარი არის მოპარული. აი, ამიტომ არ უნდა აირჩიოთ რამაზ ჯინჭარაძე და ჩიქოვანის კლანი თქვენს საკრებულოში", - თქვა ენმ-ის წევრმა, რევაზ ხარაზმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი