
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.
"15-წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე საჯარო სამსახური. ასე და ამგვარად", - წერს ჯავახაძე.
ნინო ჯავახაძე ამჟამინდელი პრემიერის, გიორგი გახარიას მოადგილე იყო ჯერ ეკონომიკის, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროში.
რა გახდა მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.