მიკოლაევში, ადმინისტრაციის შენობის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

მიკოლაევში, რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის შენობაზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 13 ადამიანი ნანგრევებიდან ამოყვანისას უკვე დაღუპული იყო, 1 კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 36-მა მოქალაქემ.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სარაკეტო იერიში მიკოლაევში რუსმა ოკუპანტებმა გუშინ განახორციელეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი