რუსეთმა ჩერნობილის ელექტროსადგურთან საბრძოლო მასალის მარაგი მოაწყო - უკრაინა გაეროს დაუყოვნებლივი ქმედებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოსგან ითხოვს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ჩერნობილის აკრძალული ზონის დემილიტარიზაციისთვის და იქ გაეროს სპეციალური მისია შექმნას. ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსეთმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან საბრძოლო მასალის უზარმაზარი მარაგი მოაწყო, რომელიც შეიძლება აფეთქდეს, ისე როგორც ეს ბელგოროდში მოხდა გასულ ღამეს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსი სამხედროების უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ასობით მილიონ ევროპელს.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ გაეროს უშიშროების საბჭომ სასწრაფოდ მიიღოს ზომები ჩერნობილის დახურული ზონის დემილიტარიზაციისთვის და გაეროს სპეციალური მისიის შექმნაზე, რათა აღმოიფხვრას ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის განმეორების რისკი რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური უკრაინაში შეჭრისთანავე დაიკავეს ოკუპანტებმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი