"სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს და უკრაინას ვუფრთხილდებით, ეს არის დამატებითი არგუმენტი რატომაც არის სააკაშვილის ციხეში ყოფნა მიზანშეწონილი. მას შეუძლია ზიანის მოტანა როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის ციხის გარეთ. შესაბამისად, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რომ სააკაშვილი იყოს გარეთ, არ არსებობს. პირიქით, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ უკრაინას, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია. იმისთვის, რომ დამატებით არ დავამძიმოთ მდგომარეობა, ჯობს, სააკაშვილი იჯდეს ციხეში. მთავარია, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს დამატებით თავის ტკივილს უკრაინისთვის და საქართველოსთვის. თქვენ ითხოვთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღოთ გათავისუფლებაზე და სამართლებრივად ეს კაცი ზის იქ სადაც ზის"
ამბობს ირაკლი კობახიძე