პროკურატურა ქობულეთში, "ალტ-ინფოს" ოფისთან ძალადობის ფაქტზე დაკავებული 5 პირისთვის პატიმრობას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ ქობულეთში, პუტინისტური "ალტ-ინფოს" მიერ დაფუძნებული პარტიის ოფისთან მომხდარი ძალადობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მარტს, "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ზ.ჩ-მ, გ.გ-მ, ზ.გ-მ, ზ.ფ-მ და ი.ი-მ ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ. ჯ-ს, გ. რ-ს და თ.ქ-ს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე,  29 მარტს  დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართავს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი