ოკუპანტებმა კიევის ოლქში, 33 წლის უკრაინელი ქალი გააუპატიურეს. ძალადობის მსხვერპლი ამბობს, რომ მთვრალმა რუსებმა ჯერ მისი ქმარი მოკლეს საკუთარი სახლის ეზოში, შემდეგ კი მას აიძულეს იარაღის მუქარით, გაშიშვლებულიყო და რამდენიმე საათის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდნენ.
ქალის 4 წლის შვილი ამ დროს სახლში იმყოფებოდა და ერთ-ერთ ოთახში იმალებოდა.
მას შემდეგ კი რაც მოძალადეებს ჩაეძინათ ქალი ბავშვთან ერთად, ფეხით გაიქცა, რადგან რუსებს ოჯახის მანქანაც უკვე დაცხრილული ჰყავდათ.
ამჟამად 33 წლის ქალი შვილთან ერთად უსაფრთხოდაა.