ოკუპანტების მიერ ქალაქ ნიჟინის დაბომბვას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 6, მათ შორის 1 ბავშვი

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტების მიერ ქალაქ ნიჟინის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 6 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი. 

ინფორმაციას ქალაქის მერი, ალექსანდრ კოდოლა ავრცელებს.

"გუშინდელი დაბომბვის შედეგად დაშავდა 6 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 1 ბავშვი. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა. დაზიანდა 10 კერძო სახლი, 3 დაინგრა. ასევე, დაზიანდა ავტომობილები და ავტოფარეხები", - წერს კოდოლა.

მერმა მოქალაქეებს შეახსენა, რომ ქალაქში კომენდანტის მოქმედებს და მათ მოუწოდა, ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სავაჭრო ობიექტებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი