ამნისტია 2004 წლამდე ჩადენილი დანაშაულებისთვის - შეძლებენ თუ არა ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, აბაშიძე და მამალაძე ქვეყანაში დაბრუნებას?

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება ახალი ამნისტიის გამოსაცხადებლად ემზადება. მმართველი უმრავლესობის მომზადებული კანონპროექტი იმ დანაშაულებს ეხება, რომლებიც 2004-წლამდეა ჩადენილი. როგორც ჩანს ხელისუფლებას სურს შევარდნაძისდროინდელ მაღალჩინოსნებს დანაშაული აპატიოს და ქვეყანაში დაბრუნების საშუალება მისცეს. 
პარლამენტი კანონპროექტს მეორე მოსმენით იხილავს. თუ "ოცნების" მომზადებული  ცვლილებები ძალაში შევა, ქვეყანაში უპრობლემოდ შეძლებენ დაბრუნებას ინტერპოლით ძებნილი ლევან მამალაძე და ასლან აბაშიძე.

განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია ცვლილებებს ეწინააღმდეგება, "ოცნება" კი ამტკიცებს, რომ ცვლილებები არ შეეხება იგორ გიორგაძეს, ასლან აბაშიძეს, ლევან მამალაძეს, თუმცა არის ეკონომიკური დანაშაულები და 300-მდე ადამიანს შესაძლოა შეეხოს ეს ამნისტია, ხოლო მათ შორის თუ იქნებიან დასახელებული პირები,  ხელისუფლება ამაში პრობლემას ვერ ხედავს. 
 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი