
"ქართული ოცნება" ბათუმში შუალედური არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. ამისთვის კი უკვე ნაცნობ მეთოდებს მიმართავს და საარჩევნო სიებში ადამიანებს ხელოვნურად ამატებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბათუმის ოლქში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ასობით ახალი ამომრჩევლის დარეგისტრირება მოხდა, რომლებსაც წინა არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათი თქმით, მმართველი პარტია, ამ ხერხით საკუთარი კანდიდატის გაყვანას ცდილობს.
"444 ახალი ადამიანი ჩაწერეს, აქედან 402 არის ერთ კონკრეტულ მისამართზე ჩაწერილი... ჩვენ გადავამოწმეთ, თუ სად იყვნენ ეს ადამიანები ამდენ ხანს და გაირკვა, რომ ეს ადამიანები ხმას სხვა მუნიციპალიტეტებში აძლევდნენ" - ამბობს ენმ-ის წევრი, გიორგი კირთაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებში თვლიან, რომ ერთ დღეში ასობით ამომრჩევლის ერთსა და იმავე მისამართზე დარეგისტრირება მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.
"დამატებული ადამიანების არის მისამართის გარეშე რეგისტრირებული, რომლებსაც ფაქტობრივი მისამართი აქვს მითითებული.... მას შემდეგ, რაც ამ უბნის ტერიტორიაზე ჩვენმა წარმომადგენელმა გადაამოწმა, რომ დამატებული ადამიანების ნაწილი, ერთსა და იმავე დღეს არის დამატებული." - თქვა ნინო დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. არჩევნები მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საკრებულო წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვლა.