წულუკიანმა სამინისტროს თანამშრომლებს რემონტის პერიოდში, ინვენტარის სახლში წაღება დაავალა - 5 მილიონიანი რემონტი

გამოქვეყნდა:

კულტურის სამინისტროს რემონტისთვის თეა წულუკიანი 5 მილიონამდე ლარს ხარჯავს. გეგმის მიხედვით  შენობის სრული რეაბილიტაცია 9 თვეში უნდა დასრულდეს - კონტრაქტი კომპანია აგრომშენსერვისთანაა გაფორმებული. რემონტი კულტურის სამინისტროს რამდენიმე სართულზე უკვე დაწყებულია. 
აღსანიშნავია, რომ მინისტრმა რემონტის პერიოდში, სამინისტროს თანამშრომლებს ინვენტარის სახლში წაღება დაავალა. ამის შესახებ უწყებაში ღიად არავინ საუბრობს, თუმცა "მთავარ არხს" სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთმა თანამშრომელმა ეს ინფორმაცია დაუდასტურა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ უნდა დაინტერესდეს საგამოძიებო უწყება, რომ არ დაიკარგოს სახელმწიფოს კუთვნილი ინვენტარი. გარდა ამისა, ეჭვებს იწვევს აგრომშენსერვისთან გაფორმებული კონტრაქტიც.

დეტალები "მთავარის" 21 საათიან გამოშვებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი