მოსკოვის კონტროლი "ალტ-ინფოსა" და "კონსერვატიულ პარტიაზე". "ფლანგვის დეტექტორის" კვლევით დასტურდება, რომ ამ ორი უკიდურესად პრორუსული ორგანიზაციის ონლაინ რესურსები რუსეთიდან იმართება.
მკვლევარებმა კოორდინატების სიზუსტით დაადგინეს, სად მდებარეობს ცენტრალური სერვერები, რომლებზეც ქართული ორგანიზაციების საიტებია განთავსებული. შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა. ირკვევა, რომ ჰოსტინგი პირდაპირ კრემლისა და წითელი მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ხდება.
ალტ-ინფოს დამფუძნებელი ადასტურებს, რომ რუსული სერვერები შეგნებული არჩევანი იყო, მაგრამ უარყოფს, რომ ეს რუსული პოლიტიკური გავლების ქვეშ ყოფნას ნიშნავს.