გვახსოვს რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს!.. დღე, რომლის დავიწყებას და ისტორიის შეცვლას ხელისუფლება აქტიურად ცდილობს, არ ავიწყდებათ 20 ივნისის აქციის მონაწილეებს. გავრილოვის ღამიდან ერთი წლის შემდეგ, დღეს რუსთველზე, 19:00 საათზე, ისევ გაიმართება აქცია - ლოზუნგით "ერთად, ოკუპაციის წინააღმდეგ" - შარშანდელისგან განსხვავებით, აქცია წელს პანდემიის გამო, საგანგებო წესების დაცვით ჩაივლის.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ, უკვე რამდენიმე თვეა, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, პარალმენტის კიბეების მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა, ეს აქციის მონაწილეებს ხელს არ შეუშლის, გავრილოვის სისხლიანი ღამის ერთი წლისთავზე, ისევ რუსთველოზე შეიკრიბონ.
რუსთაველის გამზირზე აქციის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. დამონტაჟებულია სცენაც, საიდანაც მოსახლეობასა და აქციის მონაწილეებს ოცამდე გამომსვლელი მიმართავს. ისინი საზოგადოებას "ქართული ოცნების" ღიად რუსულ პოლიტიკას და იმას შეახსენებენ, რომ მმართველმა გუნდმა, ზუსტად ერთი წლის წინ რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამო, საკუთარ მოსახლეობაზე რეზინის, სანადირო ტყვიები გამოიყენა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც მმართველი პარტიის მხრიდან ძალადობა საკუთარ თავზე იწვნია, მაკო გომურია.
ოცი ივნისის წლისთავზე ისევ აქ დგომა ძალიან რთულია, რადგან ყველა კადრი, ყველა სიტუაცია რაც ხდებოდა ერთი წლის წინ, თითქოს ყველაფერი ამოტივტივდა გონებაში. რაღაცნაირად ისევ შიშის განცდა მაქვს, როგორც მქონდა რამდენიმე წუთი იმ ღამეს, რომ შეიძლება კიდევ რამე მოხდეს, რაღაც დაგვიშავდეს ხალხს. თუმცა, ვდცილობ ყველანაირად მოვერიო თავს და ვიყო მხნედ დღეს. პირველ რიგში საკუთარი თავის გამო და შემდეგ ხალხის გამო, რომ მივცე მათ მაგალითი, როცა ასეთი რთულია ჩემთვის, მაინც ვდგავარ აქ რომ გავაპროტესტო, - ამბობს მაკო გომური.
აქციის სხვა მონაწილეების განცხადებით კი, ოცი ივნისიდან ერთი წლის შემდეგ, აქციის არცერთი მოთხოვნა სრულყოფილად შესრულებული არ არის - არ გათავისუფლებულან პოლიტპატიმრები, არ გვაქვს ქვეყანაში პროპორციული არჩევნები და არ დასჯილან მოძალადე პოლიციელები.
აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ აქციაში მონაწილეობის მსურველ პირებს გაითვალისწინონ და დაიცვან პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი ყველა რეკომენდაცია.
"დაიცავით ორმეტრიანი სოციალური დისტანცია (ამისთვის დაგახვედრებთ სტიკერებს); მობრძანდით პირბადით, ვეცდებით ჩვენც დავურიგოთ მათ, ვისაც არ ექნება; ყველა სპიკერი გამოსვლის წინ შეგახსენებთ დისტანციის დაცვის მნიშვნელობას; მიკროფონს ჩაუტარდება დეზინფექცია ყველა გამომსვლელის წინ", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრილოვის სისხლიანი ღამიდან ერთი წელი გავიდა - ზუსტად ერთი წლის წინ, მოქალქეებს, ვინც ოკუპანტი ქვეყნის დეპუტეტის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა და "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკა გააპროტესტა, ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა.
აქცია მმართველმა გუნდმა, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ნახევრდ ლეტალური იარაღის გამოყენებით დაარბია. დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის 40 ჟურნალისტი.
სისხლიანი მოვლენების მთავარი შემსრულებელი გიორგი გახარია კი ახლა ქვეყნის პრემიერმინისტრია.