"სხვადასხვა უცენზურო სიტყვა ისმოდა აქციაზე, ბოდიში და, პუტინ ხუილო" | პოლიციელი მოსამართლეს

გამოქვეყნდა:

"პოლიციელი მოსამართლეს: სხვადასხვა უცენზურო სიტყვა ისმოდა აქციაზე, ბოდიში და, პუტინ ხუილო" - ამ ინფორმაციას სასამართლო პროცესიდან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი და "მთავარი არხის" ჟურნალისტი ნოდარ რუხაძე ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ამ წუთებში "სირცხვილიას" აქტივისტების საქმეს იხილავს. 

6 აქტივისტს პოლიცია დაუმორჩილებლობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 7 მარტს, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციას, როცა სამოქალაქო აქტივისტები უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი