
ერთი წელი გავრილოვის სისხლიანი ღამიდან. ზუსტად ერთი წლის წინ, მოქალაქეებს, ვინც ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა და "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკა გააპროტესტა, ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა.
აქცია მმართველმა გუნდმა, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ნახევრად ლეტალური იარაღის გამოყენებით დაარბია. დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის 40 ჟურნალისტი.
სისხლიანი მოვლენების მთავარი შემსრულებელი გიორგი გახარია ახლა ქვეყნის პრემიერმინისტრია.
ხელისუფლებას კი ამ დრომდე არ გამოუძიებია სადამსჯელო ოპერაციის საქმე, დაზარალებულის სტატუსი არ აქვს დაშავებულთა უდიდეს ნაწილს და არ დასჯილა არც ერთი სამართლდამცველი. მმართველი პარტია მოსახლეობას ამ დრომდე არწმუნებს, რომ 20 ივნისს თავიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აიცილა.