გერმანია აცხადებს, რომ პუტინი გაზის საფასურის ევროში გადახდას დათანხმდა | DW

გამოქვეყნდა:

გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსეთისგან გარანტიები მიიღეს, რომ ევროპას რუსული გაზის მიწოდების სანაცვლოდ რუბლის გადახდა არ მოუწევს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემა გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს უთხრა, რომ ევროპულ კომპანიებს შეეძლებათ გადაიხადონ ევროში ან დოლარში.

ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრისას პუტინმა თქვა, რომ თანხა ჯერ გაზპრომ ბანკში გადაირიცხება, შემდეგ კი რუსეთში რუბლში. ამ დროისთვის გაზპრომის ბანკი სანქცირებული არ არის. 

"საუბრისას შოლცი ამ პროცედურას არ დათანხმდა, თუმცა მის უკეთ გასაგებად წერილობითი ინფორმაცია ითხოვა",-ნათქვამია გერმანიის კანცლერის ოფისის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი