"ჩვენ გამო არ გაწელილა" - "გრინსერვისის" დირექტორი პარლამენტის წინ მიმდინარე სამუშაოებზე

გამოქვეყნდა:

დაუსრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები პარლამენტის შენობის წინ - სწორედ 20 ივნისის შემდეგ დაწყებული უწყვეტი პროტესტისა და მალხაზ მაჩალიკაშილის აქციის განეიტრალება ხელისუფლებამ ამ გზით სცადა და პარლამენტის კიდეებს უკვე ექვსი თვეა არემონტებს.

მწვანე ღობით შემოფარგლული, ქვეყნის მთავარი გამზირი, აქტივისტებისთვის უკვე იქცა ხელისუფლების რეალური სახის სიმბოლოდ, როცა "ქართული ოცნება" საკუთარ ხალხთან ღობის მიღმა იმალება და მათი აზრის მოსმენა არ სურს.

შპს "გრინსერვისი" პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაახლოებით უკვე 150 დღეა აკეთებს, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა. 

"გრინსერვისის" დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის თქმით, პროცესი ნამდვილად გაჭიანურებულია თუმცა, მისი თქმით, ეს რამდენიმე პრობლემის გამო მოხდა.

კეთების დასაწყისში აღმოჩნდა, რომ არამარტო ის ფილები არის გამოსაცვლელი, არამედ გადახურვის რკინა-ბეტონის ფილა იყო დაზიანებული, მერე ჰიდროიზოლაცია გავაკეთეთ, მერე ახალი ფილა დავასხით.. ახლა უკვე დავიწყეთ ფილების დაგება. იყო პანდემია, რომელმაც გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ხელი შეუშალა. ჩვენ არ გავჩერებულვართ. დამერწმუნეთ, ჩვენ გამო ნამდვილად არ გაწელილა. არავის არ დაუვალებია, რომ არ იმუშაოთ ჩქარა. ადგილზე სამუშაოები გრძელდება, - ამბობს ფურცხვანიძე. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან აქტივისტები იმყოფებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ სამუშაოები სპეციალურად ჭიანურდება რადგან პროტესტის მუხტის ჩახშობა სწორედ ხელისუფლებას სურდა. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები 22 იანვარს დაიწყო. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი