უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 148 ბავშვია დაღუპული - უკრაინის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 148 ბავშვი დაიღუპა, 232 კი დაიჭრა.

უწყების ცნობით,  ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის ოლქში - 69, დონეცკის ოლქში - 57, ხარკოვის ოლქში - 53, ჩერნიგოვის ოლქში - 41, მიკოლაევის ოლქში - 30, ლუგანსკის ოლქში - 30, ზაპოროჟიეს ოლქში - 22, ხერსონის ოლქში - 27, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.

ოკუპანტების თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად დაზიანდა 797 სასწავლო დაწესებულება, აქედან 76 მთლიანად განადგურდა.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი