უკრაინამ შეთანხმებას მიაღწია რუსეთთან, რომ მარიუპოლში საევაკუაციო დერეფანი გაიხსნას

გამოქვეყნდა:

უკრაინამ მარიუპოლში საევაკუაციო დერეფნის გახსნაზე რუსეთთან შეთანხმებას მიაღწია. ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, უკრაინულმა მხარემ წითელი ჯვრის საშუალებით მიიღო შეტყობინება, რომელიც ადასტურებს რუსეთის მზადყოფნას მარიუპოლიდან ბერდიანსკის გავლით ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მარიუპოლისკენ მიმავალ მარშრუტზე 45 ავტობუსი გაიგზავნება, ვასილივკაში რუსეთის საგუშაგოზე გასასვლელად 28 ავტობუსმა უნდა აიღოს ნებართვა, ასევე, ზაპორიჟიედან უკვე 17 ავტობუსი გავიდა.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დღეს მარიუპოლში ავტობუსები ჩავიდნენ და წამოიყვანონ ადამიანები, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს ქალაქიდან გასვლა", - თქვა მან.

ევაკუაცია ადგილობრივი დროით 9 საათზე დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი