უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის 3 სოფელი დაიბრუნეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის სამი სოფელი დაიბრუნეს, რომლებიც ქალაქ კრივოი-როგიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის საბჭოს ხელმძღვანელი, მიკოლა ლუკაშუკი ავრცელებს.

მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს ორლოვეს, ზაგრადივკასა და კოჩუბეევკას გათავისუფლება.

ლუკაშუკმა ასევე აღნიშნა, რომ წუხელ დნეპროპეტროვსკში დაბომბვა არ მომხდარა და დასახლებებში მშვიდი ვითარებაა. 

"რეგიონის საზღვრები უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და ტერიტორიული თავდაცვის კონტროლის ქვეშაა. დასახლებებში მშვიდი ვითარებაა. ჩვენი დამცველები მტერს დნეპროპეტროვსკის რეგიონიდან აძევებენ", - წერს მიკოლა ლუკაშუკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი