უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად ბრძოლები გრძელდება.
გენშტაბის ცნობით, აგრესორებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიწყეს ე.წ. დროებითი ადმინისტრაციების ჩამოყალიბება და ცდილობენ, ადგილობრივები გადაიბირონ.
"ომის 36-ე დღეს ცნობილია, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე "სამთავრობო ადმინისტრაციების" შექმნას აპირებს. ხერსონის ოლქში მსგავსი ფსევდო რესპუბლიკის შექმნის სცენარის განსახორციელებლად დავალება რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურისა და გენშტაბის შესაბამისი დეპარტამენტის წევრებს დაევალათ. ამ ადამიანებს აქვთ დავალება, ადგილობრივ მცხოვრებლებთან და ადგილობრივი ადმინისტრაციის წევრებთან ამ საკითხზე აქტიურად იმუშაონ და მათი გადაბირება მოახერხონ", - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, საოკუპაციო ძალების ბრძოლისუნარიანობის ეფექტურობა კვლავ დაბალია.
"ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის არმიის მოტომსროლელთა მეოთხე რაზმის მიერ საბრძოლო მოქმედებებზე უარის გამო, ამავე რაზმის ორი მეთაური გადააყენეს. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს სხვა სამხედროების, მათ შორის საზღვაო ფლოტისა და დონბასში მყოფი რუსული დაჯგუფებების წევრების მიერ საბრძოლო მოქმედებებში უარის თქმის პროცესიც. მრავლადაა კონტრაქტზე ხელის მოწერაზე უარის შემთხვევებიც", - განაცხადეს გენშტაბში.