
ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ის ამას წინასაარჩევნოდ, ბოლო 5 წელში ერთხელ აანონსებს.
მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამას მხოლოდ იუმორით შეხვდნენ.
"ძალიან გთხოვთ გაატარეთ ბიბილოვის განცხადება რეფერნდუმთან დაკავშირებით, ამას ბოლო 5 წელში ერთხელ აანონსებს წინასაარჩევნოდ და შემდეგ ამღიარებელ ქვეყნებს ეძებს, გაატარეთ, რადგან აქეთ ამას მხოლოდ იუმორით შეხვდნენ, დამიჯერეთ ასეა, ესაა ჩემი კომენტარი", - წერს თამარ მეარაყიშვილი.
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა 30 მარტს განაცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთი სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთთან შესაერთებლად". ცნობილია ისიც, რომ ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების "რეფერენდუმი" 10 აპრილის შემდეგ ჩატარდება.