რუსეთმა აკრედიტაცია მისცა თალიბანის მთავრობის პირველ დიპლომატს

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აკრედიტაცია მისცა თალიბანის მთავრობის პირველ დიპლომატს. ამასთან დაკავშირებით განცხადება მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.

"მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ავღანელი დიპლომატი, რომელიც მოსკოვში გასულ თვეში ჩამოვიდა, აკრედიტირებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ", - თქვა მან.

ლავროვის თქმით, ქაბული ცდილობს გააფართოოს ეკონომიკური და დიპლომატიური კავშირები.

ცნობისთვის, ტერორისტულმა ორგანიზაცია "თალიბანმა" მთავრობა მას შემდეგ შექმნა, რაც აშშ-მ ავღანეთიდან ჯარები გაიყვანა. მათ მმართველობას საერთაშორისო საზოგადოება არალეგიტიმურად მიიჩნევს. თალიბების მოძრაობა რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი