
ქობულეთში, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან დაკავებულების სასამართლო პროცესი დასრულდა. სასამართლომ აღკვეთის სახით, ხუთივეს გირაო შეუფარდა.
ხმაური და დაპირისპირება ქობულეთში, სადაც ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები ძალადობრივი, პრორუსული ორგანიზაცია "ალტ-ინფოს" ოფისის გახსნას აპროტესტებდნენ, 22 მარტს მოხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 29 მარტს დააკავეს.
პროკურატურამ ხუთივეს ბრალი გუშინ, 126-ე მუხლით წარუდგინა და წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ დაკავებულები 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
[ფოტო: ბათუმელები]