გავრილოვის სისხლიანი ღამის ერთი წლის თავზე აქცია იმართება საოკუპაციო ხაზთან. ახალგაზრდების ჯგუფი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში, მცოცავი ოკუპაციის და ერთი წლის წინ განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად ეკლიან მავთულხლართებთან დგას.
ქვეყანას ჰყავს პრორუსული ხელისუფლება - აცხადებენ ახალგაზრდები და ამბობენ, რომ ამის ნათელი მაგალითი სწორედ 1 წლის წინან განვითარებული მოვლენებია, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამემტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვეს.
გარდა ამისა, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, საქართველოს ხელისუფლება დუმს, მაშინ როდესაც მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გრძელდება
მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ამ დროს საქართველოს ხელისუფლება პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში სვამს მათ წარმომადგენელს, ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა. ჩვენ დღეს ჩამოვედით საოკუპაციო ხაზთან რათა აქედან ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს ბორდრიაზაციის პროცესი " ამბობს აქციის ერთ ერთი მონაწილე ანი ლაცაბიძე.
პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობა იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც მათ ოკუაპციის გამო აქვთ. საკორინთლოში ამბოებნ, რომ მორიგი სადემარკაციო სამუშაოები ოკუპანტებმა დაახლოებით ერთი კვირის წინ დაასრულეს, რის შედეგადაც ათობით ჰექტარი მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა