ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან შეერთების შესაძლებლობა გამორიცხა

გამოქვეყნდა:

ბიბილოვის განცხადების შემდეგ, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან შეერთების შესაძლებლობა გამორიცხა - განცხადება ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ გააკეთა და თქვა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთთან შეერთების საკითხი დადგა, აფხაზეთის პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში კი მისი თქმით, ასეთი განწყობები არ არსებობს.

„პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა არ იძლევა და არ არსებობს ასეთი განწყობები შეერთების შესახებ. ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი, ამიტომ ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება - პოლიტიკურ და საზოგადოებრივად. მე არ ვიცი აფხაზეთში ასეთი პოლიტიკური ძალა, პარტიები თუ სოციალური მოძრაობები, რომლებიც განიხილავდნენ დამოუკიდებლობის უარყოფას. ასეთი პოლიტიკური ძალები არ არსებობენ“. ამბობს შამბა. 

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა 30 მარტს განაცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთი სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთთან შესაერთებლად".  ცნობილია ისიც, რომ ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების "რეფერენდუმი" 10 აპრილის შემდეგ ჩატარდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი