"ოცნებამ" თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები დასაჯა - ვაშაძე 20 ივნისზე

გამოქვეყნდა:

20 ივნისი საქართველოს გამარჯვების დღეა. ამ დღემ დაგვარწმუნა, რომ ქვეყანას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, განათლებული თაობა ჰყავს და როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, ეს თაობა უკან არ დაიხევს, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ოცი ივნისის მოვლენების წლისთავს. 

მისი თქმით, დღეს ყველანი ვალში ვართ ამ ახალგაზრდებთან და სწორედ ამიტომ, ვალდებულები ვართ შევქმნათ განვითარებული სახელმწიფო, რომ ისინი ქვეყნის დატოვების ნაცვლად, თავიანთ ნიჭს სამშობლოს ახმარდნენ. 

ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ სასტიკად, საქართველოს კანონისდარღვევით დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია. საქართველოს მოქალაქეების სამშვიდობო პროტესტი საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის დუმის პროპაგანდისტის, ბოლშევიკისა და ვითომ ქრისტიანის, ვინმე გავრილოვის საქართველოს პარლამენტისთავმჯდომარის სავარძელში მოკალატების გამო. იმ სავარძელში, საიდანაც საქართველოს ნანატრი დამოუკიდებლობა გამოცხადდა, - ამბობს ვაშაძე.

მისივე თქმით, 2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს ხელისუფლებამ თავისუფლების მოყვარე, დამოუკიდებელი ახალგაზრდების სასტიკად დასჯის შესახებ უშუალო მითითება გასცა.

ივანიშვილ-გახარიას მთავრობა, ოკუპანტის შიშით, თავს დაესხა საქართველოს მოქალაქეების სპონტანურ მიტინგს და დაამცირა ჩვენი სახელმწიფო. "ქართული ოცნების" ლიდერებმა, რომლებიც ოკუპანტი სახელმწიფოს ხელმძღვანელებისა და ჟურნალისტის მკვლელობის შემკვეთი მათივე ტერორისტის მიმართ მცირე კრისიკასაც ვერ ბედავს, სადამსჯელო ღონისძიება თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ჩაუტარა, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

გავრილოვის სისხლიანი ღამიდან ერთი წელი გავიდა - ზუსტად ერთი წლის წინ, მოქალქეებს, ვინც ოკუპანტი ქვეყნის დეპუტეტის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა და "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკა გააპროტესტა, ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა.

აქცია მმართველმა გუნდმა, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ნახევრდ ლეტალური იარაღის გამოყენებით დაარბია. დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის 40 ჟურნალისტი.

სისხლიანი მოვლენების მთავარი შემსრულებელი გიორგი გახარია კი ახლა ქვეყნის პრემიერმინისტრია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი