
"მე ქართველებში ვარ და ქართველი ვიქნები" - ამბობს საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ვალია ვანიშვილი ცხინვალის ე.წ. მთავრობის მიერ "რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმზე".
"რომ ვხედავ ტელევიზორში ვტირივარ ხოლმე... დათა პაპამ დამიბარა, რომ არსად არ წახვიდეო, როგორც მე არსად არ წავედი, ისე შენც არსად არ წახვიდეო, არავის არაფერი არ მისცეო.... მე რუსეთთან რა მინდა, მე ქართველებში ვარ და ქართველი ვიქნები", - ამბობს ვალია ვანიშვილი.
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა 30 მარტს განაცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთი სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთთან შესაერთებლად". ცნობილია ისიც, რომ ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების "რეფერენდუმი" 10 აპრილის შემდეგ ჩატარდება.