"მე ვერანაირ პოზიციას ვერ გამოვხატავ" - პესკოვი ბიბილოვის დაანონსებულ "რეფერენდუმზე"

გამოქვეყნდა:

„მე ვერანაირ პოზიციას ვერ გამოვხატავ, ამ კუთხით არანაირი სამართლებრივი და სხვა ქმედება არ მოგვიმოქმედებია, მაგრამ ამავდროულად, ამ შემთხვევაში, საუბარია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აზრის გამოხატვაზე, მათ პატივისცემით ვეპყრობით"- ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ე.წ. პრეზიდენტ ბიბილოვის განცხადებას ე.წ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
ბიბილოვის თქმით, "სამხრეთ ოსეთი სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთთან შესაერთებლად". 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში რეფერენდუმს იურიდიული ძალა არ ექნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი