დიდმა ბრიტანეთმა სანქციები რუსეთის კიდევ 14 მოქალაქეს დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ტელეკომპანია RT-ს მფლობელი სერგეი ბრილევი, არხის მმართველი დირექტორი ალექსეი ნიკოლოვი, Sputnik interntional-ის ხელმძღვანელი ანტონ ანისიმოვი და Gazprom media-ს აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრ ჟაროვი.
"პუტინის ომი უკრაინასთან დაფუძნებულია სიცრუის ნიაღვარზე. ბრიტანეთმა ხელი შეუწყო მსოფლიოში კრემლის დეზინფორმაციის გამოვლენას. სანქციების ეს უკანასკნელი სერია ურტყამს უსირცხვილო პროპაგანდისტებს, რომლებიც პუტინის ყალბ ამბებსა და ნარატივებს ავრცელებენ", - თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა.
სანქცირებულთა სიაში მოხვდა, ასევე გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, რომელსაც "მარიუპოლის ყასაბს" უწოდებენ.
"ჩვენ გავაგრძელებთ დამატებით სანქციებს, რათა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე და უზრუნველვყოთ, რომ უკრაინაში პუტინი დამარცხდეს", - ამბობს ლიზ ტრასი.