"...ე, ამდენი გელაპარაკე და შენ შესას რეკავ მაინც, სამწუხაროდ"- ქადაგიშვილი "მთავარის" ჟურნალისტს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ისეთ პროვოკაციულ ნაბიჯებს არ გადადგამენ, რომ რუსეთს უფრო დიდი პროვოკაციის საშუალება მისცენ. მისი აზრით, ხისტები და "მიმწოლები" რომ იყვნენ, ამით ე.წ. პრეზიდენტი ბიბილოვი შეშინებული და რბილი არ გახდება.

"ვიყოთ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული და არა პროვოკაციის გაღრმავებაზე. განცხადებით იწყება პროვოკაცია, ყველა ომი იწყება განცხადებით", - თქვა ქადაგიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას - "ანუ განცხადებებიც არ უნდა ვაკეთოთ ბიბილოვზე?" ქადაგიშვილმა უპასუხა: "ე, ამდენი გელაპარაკე და შენ შესას რეკავ მაინც, სამწუხაროდ".

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა 30 მარტს განაცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთი სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთთან შესაერთებლად".  ცნობილია ისიც, რომ ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების "რეფერენდუმი" 10 აპრილის შემდეგ ჩატარდება.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი