"თავის დროზე კონსულტაციებზე გაწვევა, ახლა ელჩის მოხსნა. თავის დროზეც ვთქვით, რომ ეს არ მიგვაჩნია სამართლიან გადაწყვეტილებად, თუმცა მეორე მხრივ, ვამბობთ, რომ ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც უნდა ვისაუბროთ შეფასებებზე. დღეს ჩვენ სრულად სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და მთავარია ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ დასრულდეს ომი უკრაინაში. ეს საკითხები იმდენად უმნიშვნელოა იმ საერთო მიზანთან შეფარდებით, რასაც ადამიანური ტრაგედიების დასრულება ჰქვია, რომ ზედმეტ კომენტარს არ ვაკეთებთ ამ საკითხთან დაკავშირებით."
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კომენტარი, საქართველოდან ელჩის გაწვევის ხელმოწერაზე.