ვერასდროს შევძლებთ, ხელი შევუწყოთ უკრაინაში უცხოელი ტერორისტების გადაყვანას სომხეთის ტერიტორიის გავლით - ფაშინიანი

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი ვერასდროს შეძლებს, ხელი შეუწყოს უკრაინაში უცხოელი ტერორისტების გადაყვანას საკუთარი ტერიტორიის გავლით.

"ცხადია, რომ სომხეთი, რომელიც ორი წლის წინ დაზარალდა მთიანი ყარაბაღის ომში დაქირავებული ტერორისტების მონაწილეობით, ვერასდროს შეძლებს, ხელი შეუწყოს უკრაინაში უცხოელი ტერორისტების გადაყვანას და განლაგებას სომხეთის ტერიტორიის გავლით", - წერს სოციალურ ქსელში ფაშინიანი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი