"აქამდე, პატარა ეჭვები მღრნიდა, რომ ვცდებოდი, მაგრამ ეხლა, 100% - ით კი არა, მილიონი %-ით ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილი, ზელენსკისთან შეთანხმებით, ჩამოვიდა საქართველოში (ისე რას გაბედავდა )'' - წერს გორის ვიცე-მერი თამაზ შიოშვილი
განცხადებას, რომელიც შიოშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, qartli.ge ავრცელებს.
ვიცე - მერი დარწმუნებულია, რომ საქართველოში, ოპოზიციური პარტიის წევრებს, რუსეთთან ომი სურთ.
,,ვისაც ჩვენს ქვეყანაში არეულობა გინდათ, ვისაც ჩვენი შვილების სისხლი გწყურიათ, ვისაც გინდათ, რომ 2008 წელი განმეორდეს საქართველოში ( თუ განმეორდება, გაცილებით დიდი მასშტაბის იქნება ), ყველანი ხართ, ქვეყნის მტრები და ოკუპანტის მონები.."- წერს შიოშვილი.
მისივე აზრით, პოლიტიკა, რომლის გატარებასაც მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, აწყობს რუსეთს: "ან იმდენად არის გაბოროტებული და იმდენად სწყურია ხელისუფლებაში მოსვლა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რომ ნებით თუ უნებლიედ, აკეთებს რუსეთის საქმეს..'' - წერს შიოშვილი