"ყველა ერთად დავირაზმოთ და ბოლომდე მივიყვანოთ მათე ფუტკარაძის გამარჯვება" | მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ბათუმის მე-4 ოლქის ამომრჩეველს

გამოქვეყნდა:

"ყველა ერთად დავირაზმოთ და ბოლომდე მივიყვანოთ მათე ფუტკარაძის გამარჯვება" - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის მე-4 ოლქის ამომრჩეველს.

ბათუმის მე-4 საარჩევნო ოლქის მაცხოვრებლებს, ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქის, ბათუმის საუკეთესო ნაწილს.

ჩემო განსაკუთრებულებო, მონატრებულებო. ერთი სული მაქვს, როდის შემეძლება, რომ პირადად მოგინახულოთ და ჩაგეხუტოთ. ერთად გავაგრძელოთ აღმშენებლობა და თითოეული ოჯახის დახმარება.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ერთად დავირაზმოთ და არ დავუშვათ 2 აპრილის არჩევნების მოპარვა. ბოლომდე მივიყვანოთ მათე ფუტკარაძის და ესე იგი, თითოეული ჩვენგანის გამარჯვება.

სულ მალე შეხვედრამდე, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი