კიევის გამზირი მოსკოვის გამზირის ნაცვლად - საკითხი დღის წესრიგში ვერ მოხვდა, რასაც საკრებულოში ხმაური მოჰყვა

გამოქვეყნდა:

ხმაური თბილისის საკრებულოში - დაპირისპირების მიზეზი სახელდების კომისიის დღის წესრიგი გახდა, სადაც მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევის საკითხი ვერ მოხვდა.

მოსკოვის გამზირისთვის, კიევის გამზირის დარქმევის ინიციატივით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ჯერ კიდევ 22 თებერვალს გამოვიდა, თუმცა "ქართული ოცნებისთვის" ეს საკითხი პრიორიტეტული მეგობარ უკრაინაში რუსული ინტერვენციისა და საომარი მოქმედებების ფონზეც კი ვერ გახდა.  

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ოცნება დიდი ალბათობით ვერ ბედავს, არათუ მსოფლიოს მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს, არამედ ოკუპანტი ქვეყნის ქუჩას გადაარქვას სახელი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი