არ გვაქვს იმედი, რომ "ოცნება" ამ მოვლენებზე პასუხისმგებელ პირებს დასჯის - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

არ გვაქვს არანაირი იმედი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, იქნება გამოძიება ან მიიღებენ შესაბამის ზომებს იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც ამაზე პასუხისმგებელია, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების ერთი წლისთავს. 

უმძიმესი ანგარიში გამოაქვეყნეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სადაც პირდაპირ და ნათლად არის აღწერილი ყველა ის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ 20 ივნისის ღამეს. ჩვენ ვიცით, რომ საქმე არის აღძრული მსხვერპლის მხრიდან და ასევე სტრასბურგის სასამართლოში, და რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების პირობებში, არ გვაქვს არანაირი იმედი, რომ იქნება გამოძიება ან მიიღებენ შესაბამის ზომებს, იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც ამაზე პასუხისმგებელია, - ამბობს სამადაშვილი. 

გავრილოვის სისხლიანი ღამიდან ერთი წელი გავიდა - ზუსტად ერთი წლის წინ, მოქალქეებს, ვინც ოკუპანტი ქვეყნის დეპუტეტის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა და "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკა გააპროტესტა, ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა.

აქცია მმართველმა გუნდმა, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ნახევრდ ლეტალური იარაღის გამოყენებით დაარბია. დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის 40 ჟურნალისტი.

სისხლიანი მოვლენების მთავარი შემსრულებელი გიორგი გახარია კი ახლა ქვეყნის პრემიერმინისტრია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი