პურ-მარილი გაუშალეს, კონცერტი გაუმართეს და შემდეგ დასვეს სპიკერის სკამზე - კანდელაკი 20 ივნისზე

გამოქვეყნდა:

დარბევა რომ დაიწყეს, ფაქტობრივად აღარაფერი ხდებოდა, - ასე იხსენებს 20 ივნისის სისხლიან მოვლენებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი.

არათუ შემოუშვეს გავრილოვი, მას პურ-მარილი გაუშალეს, კონცერტი გაუმართეს და შემდეგ დასვეს საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამზე. საზოგადოება იმასაც გაიხსენებს, როგორ დაიწყო დარბევა. დარბევის დაწყების მომენტში ფაქტობრივად არაფერი ხდებოდა და გაბრაზებულ დემონსტრანტთა ის მცირე ჯგუფიც კი, ის ინციდენტიც ფაქტობრივად ამოწურული იყო. და რა თქმა უნდა, გაიხსენებს იმ აუხსნელ სისასტიკეს რაც იმ მომენტში გამოიჩნა ივანიშვილის მთავრობამ, - ამბობს კანდელაკი. 

გავრილოვის სისხლიანი ღამიდან ერთი წელი გავიდა - ზუსტად ერთი წლის წინ, მოქალქეებს, ვინც ოკუპანტი ქვეყნის დეპუტეტის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა და "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკა გააპროტესტა, ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა.

აქცია მმართველმა გუნდმა, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ნახევრდ ლეტალური იარაღის გამოყენებით დაარბია. დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის 40 ჟურნალისტი.

სისხლიანი მოვლენების მთავარი შემსრულებელი გიორგი გახარია კი ახლა ქვეყნის პრემიერმინისტრია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი