ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგის დროს ინციდენტი მოხდა. მაშინ, როცა ვაშაძე განცხადებას აკეთებდა, უცნობმა პირმა ავტომანქანის გაბმული სიგნალით რამდენჯერმე ჩაიარა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც შეალაპარაკება გამოიწვია.
"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებსა და უცნობ პირს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც.
დღეს, 20 ივნისთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში მხარდამჭერებთან ერთად ბრიფინგი გამართა და 1 წლის წინ განვითარებული მოველნები გაიხსენა. ვაშაძის შეფასებით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ახალგაზრდებს, რომლებმაც ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯოდმარის სავარძელში ჩაჯდომა გააპროტესტეს, "ქართულმა ოცნებამ" სადამსჯელო ოპერაცია ჩაუტარა.