
ნავთობზე დამოკიდებულება სრულად უნდა შევამციროთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი Twitter-ზე წერს.
"ნავთობზე დამოკიდებულება სრულად უნდა შევამციროთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოება ენერგეტიკისა და კლიმატის დაუცველობაზე და ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია ჩემი გეგმის გატარებით, რაც სუფთა ენერგეტიკულ მომავალზე გადასვლას დააჩქარებს, რომელიც ამერიკაში ამერიკული ღირებულებებით კეთდება", - წერს ბაიდენი.
მისივე თქმით, კონგრესმა უნდა აიძულოს კომპანიებს, გადაიხადონ საფასური უმოქმედო ჭაბურღილების ფედერალურ იჯარებსა და საჯარო მიწებზე, რომლებსაც ისინი წარმოების გარეშე აგროვებენ.