"ევროპული საქართველო" საარჩევნო სისტემის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველო" საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს დაუჭერს - ამის შესახებ პარტიაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება პირველი მოსმენით მივიღოთ მონაწილეობა ხვალნდელ კენჭისყრაში და მხარი დავუჭიროთ განხილვას", - ამბობს დავით ბაქრაძე.

პარტიაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერენ, მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ პროცესში კი მონაწილეობას პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებამდე არ მიიღებენ.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, არ მივცეთ ხელისუფლებას ცვლილებების საბოლოოდ ჩაგდების შესაძლებლობა. და პირველი მოსმენა თუ ჩავარდა, ეს თემა საბოლოოდ იხურება, განსხვავებით მეორე და მესამე მოსმენისგან. შესაბამისად, მათ ექნებათ დრო იმისთვის, რომ შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება. სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ აღარ მივცემთ შესძლებლობას და აღარ მივიღებთ მონაწილეობას თუ არ იქნება სრულად შესრულებული რვა მარტის შეთანხმება, რაც ნიშნავს პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას. ახლა ჯერი თქვენზეა ბატონებო, თქვენია ვალდებულება, თქვენ ხართ ხელისუფლებაში თქვენ ხარტ უმრავლესობაშ პირობაც თქვენი მიცემულია და შესრულებაც თქვენი ვალდებულებაა, - ამბობს პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა. 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხილვის ბოლო ეტაპზეა - პლენარული სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა ჩატარდება, ხვალ არის ჩანიშნული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი