უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან უკვე 153 ბავშვია დაღუპული, დაშავდა 245-ზე მეტი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 153 ბავშვი დაიღუპა, 245-ზე მეტი კი დაიჭრა.

უწყების ცნობით,  ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის ოლქში - 73, დონეცკის ოლქში - 65, ხარკოვის ოლქში - 53, ჩერნიგოვის ოლქში - 43, მიკოლაევის ოლქში - 30, ლუგანსკის ოლქში - 31, ზაპოროჟიეს ოლქში - 22, ხერსონის ოლქში - 29, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.

ოკუპანტების თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად დაზიანდა 859 სასწავლო დაწესებულება, აქედან 83 მთლიანად განადგურდა.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი