მედვედევი: საკვებს მხოლოდ ჩვენს მეგობრებს მივაწვდით

გამოქვეყნდა:

რუსეთი სურსათს მხოლოდ მეგობარ ქვეყნებს მიაწვდის- აცხადებს დიმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ არხზე.

მედვედევი წერს, რომ რუსეთი არ ვაჭრობს საკვებს არამეგობრულ ქვეყნებთან და იმპორტისთვის აკრძალული პროდუქციის სია, რომელიც კრემლმა 2014 წელს დაამტკიცა, შესაძლოა გაფართოვდეს.

"ჩვენ მივაწვდით საკვებს და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მხოლოდ ჩვენს მეგობრებს. საბედნიეროდ, ბევრი გვყავს და ისინი საერთოდ არ არიან ევროპაში და არც ჩრდილოეთ ამერიკაში. ჩვენ გავყიდით როგორც რუბლებში, ასევე, მათ ეროვნულ ვალუტაში შეთანხმებული პროპორციებით. ჩვენს მტრებს არ მივაწვდით ჩვენს პროდუქციას და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს და მათგან არაფერს ვიყიდით.... ჩვენ თვითონ ვისაუზმებთ. ალბათ მეგობრებსაც გავუზიარებთ ლანჩს, ხოლო მტრებს სადილს არ მივცემთ."- წერს მედვედევი.

ცნობისთვის, მარტის დასაწყისში კრემლმა დასავლეთის ახალი სანქციების საპასუხოდ, შეადგინა "არამეგობრული ქვეყნების" სია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი