რუსმა ოკუპანტებმა თითქმის მთლიანად დატოვეს ბროვარის რაიონი

გამოქვეყნდა:

ბროვარის მერის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა თითქმის მთლიანად დატოვეს კიევის ოლქის ბროვარის რაიონი. იგორ საპოჟკოს განცხადებით, უახლოეს მომავალში დაიწყება დასუფთავება და განაღმვითი სამუშაოები.

მერის ინფორმაციით, ბროვარში ბევრი ადამიანი დაუბრუნდა საკუთარ საცხოვრებელ სახლებს და ეტაპობრივად აღდგება საჭირო სამოქალაქო ობიექტების მუშაობაც.

თუმცა, მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბროვარში საგუშაგოების მოხსნა არ იგეგმება და ახალი საფრთხის შემთხვევაში, ქალაქი მზად იქნება თავდაცვისთვის.

შეგახსენებთ, ოკუპანტებმა უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, დონბასის მიმართულებით დაიწყეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი